Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიულ ფაკულტეტზე 2025-2026 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2025-2026 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 06 ოქტომბრიდან 08 დეკემბრის ჩათვლით.

 

ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით (იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი და ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. 

შენიშვნა: ორ სხვადასხვა სექციაში მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნაშრომი უნდა აიტვირთოს „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება კონფერენციისთვის - საბოლოო ვერსიაში“, ხოლო, მეორე კი, „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსიაში“.

 

კონფერენციის ჩატარება იგეგმება დეკემბრის განმავლობაში.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ რეგლამენტი (შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგეგმილია გარკვეული ცვლილებების შეტანა ზემოაღნიშნულ რეგლამენტში, რის შესახებაც ამავე გვერდზე განთავსდება ინფორმაცია).

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური

 

საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge

 

თარიღი: 06/10/2025